კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საზოგადოებრივ მაუწყებელს მომავალი წლიდან თემატური დებატების დაწყებას სთავაზობს. დღევანდელ შეხვედრაზე საზმაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჭანტურიას კოალიციის წევრებმა შესთავაზეს, 2012 წლის გაზაფხულიდან მაუწყებელმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმოს თემატურ დებატებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, მიიღოს სრული ინფორმაცია თითოეული პოლიტიკური სუბიექტისა და მისი გეგმების შესახებ.

„აღნიშნული დებატები უნდა დაიწყოს თებერვალ-მარტიდან, ანუ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და ეთერში ყოველკვირეულად გავიდეს. ეს არ უნდა იყოს დებატები ყველაფერზე, ეს უნდა იყოს დებატები კონკრეტულ თემებსა და საკითხებზე, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკუთარ პოზიციებს დაიცავენ,“ - განცახადა შეხვედრის შემდეგ კოალიციის წევრმა, მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ. მისი თქმით, სატელევიზიო სივრცეში თემატური დებატების სერიოზული დეფიციტია. სასიამოვნო გამონაკისი იყო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მერობის კანდიდატთა შორის გამართული დებატები, რომელიც სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მიმდინარეობდა. ეს იყო კარგი პრეცენდენტი და სწორედ ამან მოგვცა სტიმული, მიგვემართა მაუწყებლისთვის, არჩევნებამდე 5-6 თვით ადრე განაახლოს ასეთი დებატები.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან გამოითქვა მზადყოფნა, რომ აღნიშნულ თემაზე დაიწყოს თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უცხოელ კოლეგებთან, რომლებსაც დებატების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.

თავის მხრივ, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საზოგადოებრივი მაუწყებელზე თემატური დებატების დაწყების ინიციატივასთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან, რათა აღნიშნულ იდეას სამოქალაქო, პოლიტიკური და საერთაშორისო სექტორის მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდეს.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.