"პირველი"
21.12.2011
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ყოფილი "ექვსიანისა" და ამჟამად ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებს მოუწოდებს, "უკეთესი საარჩევნო კოდექსის შესაქმნელად დაპირებული მილიონი ადამიანი გამოიყვანონ".
როგორც გამყრელიძემ დღეს გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, "მაშინ, როდესაც "რვიანში" სამოქალაქო გაერთიანების შექმნაზე დაიწყო საუბარი, "ახალმა მემარჯვენეებმა" განაცხადეს, რომ ამაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ".
"მერე მათ "ექვსიანი" შექმნეს და მილიონი ადამიანის მობილიზებას გვპირდებოდნენ, რაც ვერ დავინახეთ. ჩვენ რაც შეგვეძლო საარჩვენო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, გავაკეთეთ და ჩემი აზრით, სერიოზული პროგრესი დავაფიქსირეთ. თუ შეუძლიათ, ეს მილიონი ადამიანი გამოიყვანონ და უკეთეს შედეგს მიაღწიონ. აგერ ბურთი და აგერ მოედანი! რაც უკეთესს გააკეთებენ, ყველა მოგებული დარჩება, იმიტომ, რომ ჩვენს მიერ მიღწეული შედეგი კონკრეტულ პარტიაზე არ არის მორგებული და ამით ყველა ძალა ისარგებლებს, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა გამყრელიძემ.
იხილეთ დედანი