"პირველი"
20.12.2011

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ "190 წევრამდე გაზრდილი პარლამენტი ისეთი პატარა პარტიებისთვის, როგორიც ჯონდი ბაღათურიას და გია ცაგარეიშვილის "ქართული დასი" და "თავისუფალი დემოკრატებია", 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი იყო". 

როგორც ცისკარიშვილმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, "კონსენსუსი პარლამენტის წევრთა რაოდენობის 190-მდე გაზრდაზე პატარა ოპოზიციური პარტიების დაკმაყოფილების მიზნით შედგა". 

"კონსულტაციებზე მიღწეული შეთანხმება იდეალური არცერთი მხარისთვის არის, თუმცა შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. კომპრომისზე წასვლა არ მოგწონთ, რადგან პოლიტიკურად ვერ გაიზარდეთ. თუ გგონიათ, რომ რაც უფრო მეტს იჩხუბებთ, გაგლანძღავენ ან შეაგინებთ, უფრო მაგარი ოპოზიცია იქნებით და მეტად დაგიჭერენ ამომრჩევლები მხარს, ცდებით. მხარდაჭერას მხოლოდ მაშინ მიიღებთ, როდესაც საზოგადოება თქვენს პოლიტიკურ პრაგმატიზმს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებას, თანმიმდევრულობასა და პრინციპულობას დაინახავს" - მიმართა ცისკარიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას, ძირითადად კი - ფრაქციის "ერთობა სამართლიანობის" წევრებს.  

მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის გუშინდელ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, მომავალი პარლამენტი კვლავ 150 წევრით იქნება წარმოდგენილი. აქედან პროპორციული სისტემით არჩეული – 77, მაჟორიტარეულით არჩეული კი 73 დეპუტატი იქნება. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.