www.ick.ge

9.09.2011 

თელავის საარჩევნო ოლქში 2 ოქტომბრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები დააკვირდებიან.

„არჩევნებს ყველა ზონაში დავაკვირდებით. აუცილებლად გვეყოლება მობილური ჯგუფი და წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ასევე, ჩვენს ოფისში მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზი: 8 (350) 27 13 71“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კახეთის კოორდინატორის ნანა დევიძის თქმით, თელავის საარჩევნო ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად დააკვირდებიან. „ჯერ გეგმის შემუშავების პროცესში ვართ და ვერ დავაკონკრეტებ წარმომადგენელი ყველა საარჩევნო უბანში გვეყოლება თუ არა“, - აღნიშნა ნანა დევიძემ.

არჩევნებს მობილური ჯგუფების მეშვეობით დააკვირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

2 ოქტომბერს თელავის საარჩევნო ოლქში კახეთის საინფორმაციო ცენტრის 8 ჟურნალისტი იმუშავებს.

2 ოქტომბრის შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში მაჟორიტარი დეპუტატის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა. არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, „ქრისტიან დემოკრატების“ და „მრეწველების“ კანდიდატები მონაწილეობენ.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.