”ინტერპრესნიუსი”

"ახალმა მემარჯვენეებმა" ოპოზიციური "რვიანი" დატოვეს. როგორც მემარჯვნეეების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ყველა ტიპის შემოთავაზება დასრულებულია და შესაბამისად, მოლაპარაკებებიც დამთავრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "რვიანმა" ამოწურა საკუთარი თავი.

მისივე თქმით, "რვიანში" შემავალმა პარტიებმა განსხვავებული მოსაზრებების გამო ხელისუფლების შეთავაზებებზე ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეს და ამიტომ "ახალმა მემარჯვენეებმა" საჭიროდ მიიჩნიეს, ცალკე პარტიული განცხადება გაეკეთებინათ.
"მოლაპარაკებები დასრულდა, "რვიანმა" ფუნქცია ამოწურა. "ახალი მემარჯვნეები" მინუს "რვიანს" ნიშნავს, რომ "რვიანი" აღარ არის", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/172937-qakhalma-memarjveneebmaq-opoziciuri-qrvianiq-datoves.html 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.