"პირველი"
13.10.2011

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მმართველი გუნდის რეიტინგთან დაკავშირებით NDI-ს ბოლო კვლევის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაჟღერებული მონაცემები რეალურია.

როგორც საყვარელიძემ "პირWელს" განუცხადა, "ამ რეალობის განცდას ის კომპონენტი ქმნის, რომ 52%-იანი მაჩვენებელი "ნაციონალური მოძრაობისთვის" მაღალი პროცენტი არ არის".

"ვფიქრობ, ეს რეალური ციფრია, რადგან 50%-იან ზღვარს ძალიან არ გაადაბიჯეს. არც ისაა გასაკვირი, რომ ლიდერს უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე პოლიტიკურ პარტიას",- განაცხადა საყვარელიძემ.

ამავდროულად, ექსპერტის შეფასებით, "სოციოლოგიური კვლევების შედეგი საზოგადებაში არსებულ შიშის ფაქტორზეცაა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, ოდნავ აწეული იყოს, თუმცა არა მნიშვნელოვნად".

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი კვლავ მაღალია".

"ნაციონალური მოძრაობა" პირველი პარტიაა, რომლის წარმომადგენლები NDI -ს კვლევის შედეგებს გაეცნენ.

როგორც ცისკარიშვილმა "პირWელს" განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული რეიტინგი 52%-ია.

მისივე თქმით, "საკმაოდ მაღალია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შეფასებითი რეიტინგიც და ეს მაჩვენებელი 60%-ს აღემატება".

"ჩვენ თვალს ვუსწორებთ ყველა იმ პრობლემას, რომელსაც, NDI-ს კვლევის მიხედვით, საზოგადოება მიუთითებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და ცვლილებებს მხარს უჭერს", - დასძინა ცისკარიშვილმა.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.