ლევან ვეფხვაძე: "თუკი საკონსტიტუციო სასამართლო 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს გააუქმებს, პარლამენტში წევრთა რაოდენობის გაზრდა ლეგიტიმური იქნება"
”პირველი”
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებს გააუქმებს, პარლამენტში წევრთა რაოდენობის გაზრდა ლეგიტიმური იქნება.
"2003 წელის 2 ნოემბერს საარჩევნო ყუთში სამი ბიულეტენი ჩავარდა და შესაბამისად, სამი ოქმი დაიწერა - პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისა და რეფერენდუმის. მაშინ უზენაესმა სასამართლომ რატომღაც მხოლოდ პროპორციული არჩევნების ოქმი გააუქმა და მაჟორიტარული და რეფერენდუმის შედეგები ძალაში დატოვა. თუკი 2 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა, მაშინ ეს სამივე ბიულეტენს შეეხებოდა. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება არაადეკვატური იყო" - განუცხადა "პირWელს" ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დეპუტატების შემცირებას უკავშირდებოდა, ვადების დარღვევით დამტკიცდა.
"მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვინდა, პარლამენტში დეპუტატების რიცხოვნობას გადავხედოთ და გავზარდოთ, ამისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელი რეფერენდუმის ლეგიტიმაციის საკითხს განიხილავს" - აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუცინალისტებთან და იურისტებთან ერთად ბევრ დებატს ელის.
Технологии Blogger.