”ინტერპრესნიუსი”

"ქრისტიან-დემოკრატ" ლევან ვეფხვაძეს საპარლამენტო არჩევნებისთვის მის თანაბლოკელებზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია.
გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელმომწერი პოლიტიკური ძალები შესაძლოა მომავალში საარჩევნო ბლოკადაც გაერთიანდნენ.
როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ სხვა და კონკრეტულად ამ პარტიებს "ქრისტიან დემოკრატებთან" დაბლოკების სურვილი აქვთ, მისთვის უცნობია.
ზოგადად კი, ლევან ვეფხვაძეს ბლოკებზე საუბარი 2012 წლამდე, არასერიოზულად მიაჩნია.
მისი თქმით, 2012 წლის გაზაფხული იქნება პოლიტიკური სეზონი, როდესაც გამოიკვეთება თუ "ვის სურს ბლოკთან ერთად სიარული და ვის დამოუკიდებლად".
ჯერჯერობით კი, ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური ბრძოლა, მარტომ და დამოუკიდებელმა უნდა განაგრძოს.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.