"პირველი"
16.12.2011

"ეროვნულ ფორუმს" ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაწევრიანების შესახებ ბიზნესმენთან შეხვედრა და კონსულტაციები არ ჰქონია. 

ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა.

"კოლიციაში გაერთიანება ორმხრივი სურვილის საფუძველზე შეიძლება. ჩვენ ამ კოალიციას პოლიტიკური გზით ჩამოყალიბებას ვაცდით და პროცესების განვითარებას დავაკვირდებით. ოპოზიციურ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან საერთო ენისა და თანამშრომლობის გზების გამონახვის სურვილი, რა თქმა უნდა, გვაქვს, თუმცა რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მითუმეტეს - მანამ, სანამ ივანიშვილი პარტიის ჩამოყალიბებას არ დაასრულებს და არ გამოიკვეთება, რა შინაარსისა და რა სახის იქნება ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც აღნიშნულ კოალიციაში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება", - განაცხადა შარტავამ. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.