"პირველი"
16.12.2011

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პოლიტიკურ ჯგუფებს შეთანხმების გზით მიღწეული გადაწყვეტილებების შეთანხმებითვე გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.  

მომავალ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის საკითხი და მასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელსაც "ქრისტიან-დემოკრატები" უკვე ღიად ემიჯნებიან, მსჯელობის საგანი ბიუროს სხდომაზეც გახდა.   

ბაქრაძემ როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას შეახსენა, რომ აღნიშნული საკითხი კონსენსუსის შედეგია. 

მისივე აზრით, "თუკი მხარეებს შეთანხმების გახორციელება აღარ სურთ, ახალი შეთანხმების პარამეტრები უნდა შედგეს". 

ბაქრაძე მმართველ გუნდს და შეთანხმებაში მონაწილე ოპოზიციურ ძალებს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს და მზად არის, ამ პროცესში თავადაც ჩაერთოს. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.