"პირველი"
16.12.2011

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინის განცხადებით, "ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ საქართველოში არჩევნების მიმართ აშშ-ის ინტერესი დააჩქარა". 

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის ინფორმაციით, ამის შესახებ რუბინმა დღეს ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"შეხვედრაზე საუბარი საგარეო საკითხებთან ერთად, საქართველოს შიდა პოლიტიკასაც შეეხო. ბატონმა რუბინმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ საქართველოში არჩევნების მიმართ ინტერესი დააჩქარა და აშშ-მა ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვება ვადაზე ადრე დაიწყო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს შიდა პრობლემები აქვს ეკონომიკური კუთხით და ამასთან, თავადაც არჩევნები ელის, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება", - განუცხადა "პირWელს" გამყრელიძემ.

ქართული ოპოზიციის ლიდერებიდან შეხვედრას ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გიორგი თარგამაძე და კახა შარტავაც ესწრებოდნენ.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.