”ინტერპრესნიუსი”

"მემარჯვენეებს" დეპუტატების 150-მდე შემცირების თაობაზე რეფერენდუმი არც 2005 წელს არ მოსწონდათ, თუმცა მხარი ხალხის ნების გათვალისწინების გამო დაუჭირეს.
პარლამენტის 2005 წლის 17 თებერვლის პლენარული სხდომის სტენოგრამული ჩანაწერი ჟურნალისტებს დღეს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააცნო.
მაშინ პარლამენტი 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებას იღებდა.

ამ ჩანაწერის მიხედვით, სხდომაზე "მემარჯვენე" ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებას რეფერენდუმის თემა პარლამენტის საწინააღმდეგო კამპანიისთვის და ზოგადად, პარლამენტარიზმის იდეის წინააღმდეგ კამპანიისთვის დასჭირდა, რადგანაც პარლამენტი მაშინ იყო მძაფრად ოპოზიციური განწყობის, ოპოზიციური შემადგენლობის.
მისივე განცხადებით, როდესაც რეფერენდუმზე დგებოდა საკითხი პარლამენტართა რაოდენობის შემცირებისა, ხელისუფლებისთვის ეს იყო "პოლიტიკური პოზიციიდან პოლიტიკური ქულების მოტანის თვალსაზრისით რეფერენდუმზე დაყენებული საკითხი".
თუმცა, "მემარჯვენეებმა" საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი მაინც დაუჭირეს.
"მაგრამ, ვინაიდან ეს საკითხი დადგა რეფერენდუმზე და ვინაიდან საქართველოს მოსახლეობამ, უმეტესობამ საქართველოს მოსახლეობისა, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ბუნებრივია პარლამენტი და პარლამენტში არსებული ყველა პოლიტკური ძალა თუ ჯგუფი, ამ მოსაზრებას ანგარიშს უწევს და ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ფრაქცია, რა თქმა უნდა, პარლამენტართა რაოდენობის შემცირებას დღეს აქ კენჭისყრის დროს, მხარს დაუჭერს", – განაცხადა ჩიხრაძემ 2005 წლის 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატთა რაოდენობა 2003 წლის რეფერენდუმის საფუძველზე შემცირდა, ხელისუფლებისა და რამდენმე ოპოზიციური პარტიის შეთანხმებით კი, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/173321-qmemarjveneebsq-deputatebis-150-mde-shemcirebis-thaobaze-referendumi-arc-2005-tsels-mostsondath.html 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.