”პირველი”
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური "რვიანი" ხელისუფლების მიერ გუშინ წარდგენილ საბოლოო საარჩევნო წინადადებებს დასთანხმდება.
როგორც "პირWელს" საყვარელიძემ განუცხადა, "შეიძლება, ამ საკითხში "რვიანში" ყველას პოზიცია ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ "რვიანის" ზოგადი სულისკვეთებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ საბოლოო შეთანხმება მაინც მიიღწევა".
ამის საფუძვლად პოლიტოლოგი ხელისუფლების საბოლოო წინადადებების იმ ნაწილს ასახელებს, რომლის თანახმად, საარჩევნო სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტდება.
"ამ კომისიის სახით შემოთავაზებულ წინადადებებში პოლიტიკური ბრძოლის ადგილია დატოვებული და ოპოზიციას შეუძლია, ისეთი კომისია მოიპოვოს, როგორიც მას სურს. თუ კი აღმოჩნდება, რომ ხელისუფლების შეთავაზებების ნაწილში ოპოზიცია პასიური იქნება, ხელისუფლება ყველა ამ შესაძლებლობას თვითონ გამოიყენებს", - განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის საბოლოო ინიციატივებში ბიომეტრიული სიების არარსებობის საკითხს, მისი თქმით, "ხელისუფლებამ ბიომეტრიულ სიებზე იმიტომ თქვა უარი, რომ იქ ასეთი შესაძლებლობა არ ექნებოდა".
"ბიომეტრიული ხერხი თავისთავად პოლიტიკურ კლიმატს ცვლის და ეტყობა, ხელისუფლებას ასეთი ცვლილებები არ აწყობდა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ოპოზიციურ "რვიანს" საბოლოო საპასუხო წინადადებები გუშინ საღამოს წარუდგინა. ეს ინიციატივებია: 1. საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შეადგენს 190-ს, აქედან 83 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან აირჩევა, ხოლო 107 - პროპორციული სისტემის საფუძველზე. 2. საარჩევნო სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ხელისუფებლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტდება; კომისიამ 2011 წლის პირველი ოქტომბრიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში ამომრჩეველთა სიების გადამოწმება უნდა უზრუნველყოს. პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული წინადადებების საფუძველზე ცსკ-მ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა უნდა უზრუნველყოს. კომისიის საქმიანობას აპარატი უზრუნველყოფს. კომისიის წევრებისა და აპარატის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება. 3. საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები: 3.1 საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 000 ლარის ოდენობით - ფიზიკური და 200 000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისთვის. 3.2. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5 პროცენტი), სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად 1 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის 300 000 ლარს - მიზნობრივად, წინასაარჩევნო სატელევიზო რეკლამების ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა ცსკ-ს წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს. 3.3 კანონის საფუძველზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომლის მიზნადაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე რეაგირება განისაზღვრება. 3.4 კანონის საფუძველზე განხორციელდება მედია-მონიტორინგი, რომლის მიზანიც საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება იქნება. მედიამონიტორინგის განხორციელების მიზნით კომპეტენტური უცხოური ან საერთაშორისო კომპანიის შერჩევას ცსკ უზრუნველყოფს. 3.5 არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინასნება განცორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცსკ-სთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თითო წრამომადგენელზე 50 ლარის ოდენობით. 3.6 დადგინდება ზედა ზღვარი გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე. 3.7 გადაიხედება დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, მაქსიმალურად გაიზრდება საარჩევნო სუბიექტებისთვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ხელისუფლების განცხადებით, ამ შეთანხმების #2, #3-ის მე-2 და #3-ის მე-5 პუქტების პირობები მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე ვრცელდება.
აღნიშნული შეთანხმებებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები არაუგვიანეს 2012 წლის ოქტომბრისა უნდა განხორციელდეს.
ხათუნა გაგნიძე
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73287&Itemid=1