”პირველი”

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა ლალიაშვილის მტკიცებით, "ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო ინიციატივებზე შეთანხმება მოცემული მომენტისათვის ისეთივე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, როგორც 2008 წლის გაზაფხულზე - პარლამენტში შესვლა".

ამის თაობაზე ლალიაშვილმა ჟურნალისტებს ცსკ-ში განუცხადა, სადაც ის საარჩევნო შეთანხმების ხელმოსაწერად თანაპარტიელ გიორგი ახვლედიანთან ერთად მივიდა.


"ეს შეთანხმებები და მომზადებული დოკუმენტი საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. არშეთანხმების ალტერნატივა კი არის ორი: ან უნდა წავიდეთ რადიკალიზმის გზით, ან დავიწყოთ წყლის უნაყოფო ნაყვა, რაც "რვიანის" ფილოსოფიის მხოლოდ დეგრადაციას მოახდენს", - განაცხადა ლალიაშვილმა.

ამასთან, მისი აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფაქტობრივად ოპოზიციის ყველა შეთავაზება გაიზიარა, ბიომეტრიის გარდა და ნაწილობრივ საარჩევნო სისტემა დათმო".

"მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ შეთავაზების თანახმად, გაჩნდა ფული და ვინც ამაზე უარს ამბობს, პოლიტიკაში ელემენტარულად ვერ ერკვევა. დაფინანსების გამოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტია 15-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს წინასაარჩევნოდ, ვიდრე ყველა ოპოზიციური ჯგუფი, ერთად აღებული", - აღნიშნა ლალიაშვილმა.

დოკუმენტს ხელი "ნაციონალებმა", "ახალმა მემარჯვენეებმა", "ქრისტიან-დემოკრატებმა", მოძრაობამ "ჩვენ თვითონ" და "ეროვნულ-დემოკრატიულმა" პარტიამ უკვე მოაწერეს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73427 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.