”ინტერპრესნიუსი”
24 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობამ ",ოპოზიციურ რვიანს" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საკუთარი წინადადებები წარუდგინა. წინადადებათა პაკეტი, რომელსაც უკვე მერამდენე თვეა, მოთმინებით ელოდნენ "რვიანის" წევრი პარტიები, ,,ახალი მემარჯვენეების" ოფისში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა მიიტანა.
პაკეტი გაიხსნა. როგორც ჩანს, იქიდან ",ამოსულმა" ინფორმაციამ თვით მრავლის მომსწრე ოპოზიციონერებიც კი შოკში ჩააგდო, ვინაიდან გარეთ გამოსულები დაბნეულები აცხადებდნენ - ყველაფერს განვიხილავთ და კომენტარს მერე გავაკეთებთო.
მოსაფიქრებელი დრო 27 ივნისის ექვსს საათამდე აქვთ, ",მემარჯვენეები" უკვე დათანხმდნენ მმართველი პარტიის შეთავაზებებს და ამას მძიმე ბრძოლაში თავგანწირული ჩაბმა დაარქვეს. საქმე ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ამიტომ, მოდით გადავავლოთ თვალი ამ ",მძიმე ბრძოლის" პირობებს, მით უმეტეს, რომ მილიონი ლარის დაკარგვის საფრთხე არ გვემუქრება(რა შუაშია მილიონი, ამას ქვემოთ მოგახსენებთ).
ჩავყვეთ "შემოთავაზებებს": სახელისუფლო პარტიას დეპუტატთა რიცხვის 150-დან 190-მდე გაზრდა სურს. იმას, რომ დეპუტატთა რაოდენობის 150-მდე შემცირება ქართველმა ხალხმა 2003 წლის რეფერენდუმით გადაწყვიტა, როგორც ჩანს, მნიშვნელობა არა აქვს. ალბათ, ამას ოპოზიციისათვისაც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ პარლამენტში შესვლა სურს.
წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით შეიძლება ორჯერ გაიზარდოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ საარჩევნო სუბიექტებისათვის ნებადართული შემოწირულობის ზღვარი. ყველასათვის ცნობილია, რა ბედი ეწიათ ოპოზიციის დაფინანსებაში ",მხილებულ" ბიზნესმენებს. ასე რომ, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ამ პუნქტის მიღება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" სალაროში ჩადინებული ფულის ,,გაპრავებას" თუ შეუწყობს ხელს.
ახლა კი ყველაზე მთავარს მივადექით, ანუ რამდენ ლარად აფასებს "რვიანში" შემავალ თითოეულ ოპოზიციურ სუბიექტს ხელისუფლება. მილიონი ლარი - ეს არის თანხა, რომელსაც ისინი მიიღებენ 5%-იან საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში. აქედან, 300 ათასი საარჩევნო კამპანიის წარმოებისას სატელევიზიო რეკლამებში გაწეული სახარჯების დასაფარად ეძლევათ. თუ გავითვალისწინებთ მოსაზრებას, რომ ნაციონალური არხების უკან ხელისუფლება დგას, ეს ფული ",ადგილზე დარჩება".
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ასევე არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მივლენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათ მილიონს არავინ სთავაზობს - მხოლოდ 50 ლარს მიიღებენ.
და რაც ყველაზე საინტერესოა - ყველა ის პუნქტი, სადაც ფულზეა საუბარი, შეეხება მხოლოდ იმ ოპოზიციურ სუბიექტს, რომელიც შეთანხმებაზე ხელს 27 ივნისის 18:00 საათამდე მოაწერს.
დოკუმენტში ნახსენებია ის "შავი ჭირიც", რომელსაც არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევა ჰქვია. "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას სთავაზობს, რომ ასეთი დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განახორციელოს. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დარღვევებს, ისევ სახელმწიფო სტრუქტურები - სამინისტროები და დეპარტამენტები გააკონტროლებენ. რამდენად ეფექტური იქნება ეს კონტროლი, ამის განსაზღვრა თქვენთვის მოგვინდია.
დავით შალიკაშვილი
"ინტერპრესნიუსი"
http://www.interpressnews.ge/ge/dghis-thema/172952-qshemothavazebaq-anu-ramdenad-afasebs-khelisufleba-opoziciur-qrviansq.html