”პირველი”

მოძრაობა "ჩვენ თვითონ" და "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" თვლიან, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებები "იდეალურ საარჩევნო გარემოს არ ქმნის, თუმცა ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაქსიმალური შესაძლებელი შედეგია".

როგორც ჟურნალისტებს "ჩვენ თვითონის" წარმომადგენელმა ლევან გაბრიჩიძემ განუცხადა, "როცა ხელისუფლება თანმხვედრ ნაბიჯებს დგამს, ოპოზიციამაც თანმხვედრი გზით და არა რადიკალური გადაწყვეტილებებით უნდა იმოქმედოს".


ედპ-ის წარმომადგენელმა გოგა გოგნიაშვილმა კი ყურადღება არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე გაამახვილა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "როგორც კი საკანონმდებლო ორგანო ახალ საარჩევნო კანონს დაამტკიცებს, სპეციალური მონიტორინგის ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ამომრჩეველთა სიებსა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების პროცესს გააკონტროლებს".

ედპ და "ჩვენ თვითონ" ხელისუფლებასთან საარჩევნო შეთანხმებას რამდენიმე წუთის წინ შეუერთდნენ.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73431 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.