"მე ვირჩევ"
5.10.2011

"შექმნას ბატონო," - ასე გამოეხმაურა "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის. მისი განცხადებით, ის ჯერ პარტიის შექმნას დაელოდება. "ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს პარტია და შემდეგ უნდა შეიქმნას გარკვეული აზრი მის შესახებ. წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია," - გვითხრა შარტავამ.

ჩვენს კითხვაზე, ივანიშვილის ახალი პარტია დააზარალებს თუ არა ოპოზიციას, მან გვიპასუხა: "გარკვეულწილად კი, ოღონდ როგორ - ჯერ არ ვიცი".

შესაძლებელია თუ არა, რომ ივანიშვილის პარტია ნაცმოძრაობის ჩასანავლებლად იქმნებოდეს, კახაბერ შარტავამ განაცხადა: "გამორიცხული არაა, თუმცა, ჯობია, ჯერ პარტია შეიქმნას და შეფასებები შემდეგ გავაკეთოთ."

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.