”პირველი”

"ეროვნული ფორუმის" ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, როდის დააფიქსირებს "რვიანი" პოზიციას ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მომზადებულ საბოლოო ინიციატივებზე, "რვიანის" გადასაწყვეტია".

ამის შესახებ შარტავამ "პირWელს" სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლის პალიკო კუბლაშვილის მიერ "რვიანისთვის" პასუხის გასაცემად ვადის მომავალ ორშაბათამდე მიცემის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.


"არავითარი ვადა არ არსებობს! როდის გავცემთ პასუხებს - ჩვენი გადასაწყვეტია. ხელისუფლების მიერ დღეს წარმოდგენილ საარჩევნო ინიციატივებს "რვიანის" სუბიექტები ჯერ ჩვენს პარტიებში განვიხილავთ და უახლოეს დღეებში საზოგადოებას გავაცნობთ. ათი თვეა, პასუხებს ხელისუფლებისგან ველით და ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, როდის დავაფიქსირებთ პოზიციას ხელისუფლების წინადადებებზე,"- განაცხადა შარტავამ. 

შეგახსენებთ, რომ "რვიანში" შემავალი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები დღეს მათ სააარჩევნო ინიციატივებზე ხელისუფლების საბოლოო საპასუხო წინადადებების გასაცნობად "ახალი მემარჯვენეების" ოფისში შეიკრიბნენ.

ხელისუფლების საბოლოო საარჩევნო ინიციატივები "თანარვიანელებს" "ახალმა მემარჯვენე" მამუკა კაციტაძემ გააცნო, რომელიც მანამდე ამ ინიციატივებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიერ პალიკო კუბლაშვილთან ერთსაათიან შეხვედრაზე ეცნობოდა.

კაციტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კუბლაშვილმა ხელისუფლების საარჩევნო ინიციატივების დაკონკრეტება არ ისურვა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წინადადებები საბოლოოა. ამასთან, მან "რვიანს" საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ვადა მომავალ ორშაბათამდე მისცა.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.