”პირველი”
ოპოზიციური "ექვსეულის" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური საჭიროდ არ მიიჩნევს, ნინო ბურჯანაძე "ექვსეულის" ინიციატივით დაგეგმილ სამოქალაქო კამპანიას შეუერთდეს.
როგორც "პირWელს" ძიძიგურმა განუცხადა, იგი "დარწმუნებულიც არის, რომ ნინო ბურჯანაძე სამოქალაქო მოძრაობაში არ მივა".
"ნინო ბურჯანაძე რომ მოძრაობაში შემოვიდეს, ჩემი პოზიცია ასეთია: არ არის საჭირო, ძალა, რომელიც ხელისუფლების დამხობას ჯოხებით და შურდულებით აპირებდა, მოძრაობაში ჩაერთოს და თავისი ჯოხებისა და შურდულების შემოტანა დაიწყოს. ეს თემები არაფერში გვჭირდება", - განაცხადა ძიძიგურმა.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი მმართველი პარტიის ინიციატივებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციური "ექვსეულის" გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, "ქრისტიან-დემოკრატებსა' და "ახალ მემარჯვენეებს" კი "ხელისუფლებასთან გარიგებაში" ადანაშაულებს.
როგორც ბურჯანაძემ "პირWელს" განუცხადა, "ხელისუფლებამ თავისი შეთავაზებებით როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა".
ბურჯანაძის ამ განცხადებამ გააჩინა მოსაზრება, რომ მას "ექვსეულთან" თანამშრომლობის სურვილი გააჩნია.