”ინტერპრესნიუსი”

"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარს ლოგიკურად მიაჩნია ის შედეგი, რომლითაც ხელისუფლებისა და "რვიანის" მოლაპარაკებები დასრულდა.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლება საერთო-სახალხო ზეწოლის გარეშე არაფერს დათმობს, რადგან "საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ხელისუფლებისთვის რევოლუციის ტოლფასია".

"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მცდელობა ერთადერთი მოსალოდნელი შედეგით დამთავრდა. ხელისუფლებამ არაფერი დათმო. მის შეთავაზებებში ერთი წინადადებაც კი არ არის, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეეხება. ეს დაემსგავსა პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე პარტიების იაფფასიან მოსყიდვას. გამართლდა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ - საერთო-სახალხო ზეწოლის გარეშე კრიმინალური ხელისუფლება არაფერს დათმობს, ვინაიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება სწორედ რევოლუციის მოხდენას ნიშნავს. სააკაშვილის ხელისუფლება რევოლუციურ ცვლილებებზე არ წავა, რადგან კარგად იცის, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მისთვის არჩევნების წაგებას ნიშნავს, არჩევნების წაგება კი ციხეში წასვლას", - აცხადებს სოზარ სუბარი.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარეს გამოსავლის ერთადერთ გზად მიაჩნია საერთო-სახალხო ძალისხმევით დღევანდელი რეჟიმის იძულება, რომ "ან ხელისუფლებიდან წავიდეს ან ისეთი არჩევნები ჩაატაროს, რომლის შედეგადაც ხელისუფლება რეალურად შეიცვლება".

http://www.interpressnews.ge/ge/politika/173010-sozar-subari-khelisufleba-saertho-sakhalkho-zetsolis-gareshe-arafers-dathmobs.html 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.