"მე ვირჩევ"
5.10.2011

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლების შეფასებას ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე არასერიოზულად თვლის. კაციტაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლებას ყველა მოქალაქეს ანიჭებს, შესაბამისად, ივანიშვილსაც შეუძლია, შექმნას პარტია. "ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი რამის თქმა შემიძლია: 1. ჯერ არ ვიცით ივანიშვილის ოფიციალური განცხადება და მისი დეტალები, შესაბამისად, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით და 2. ასეც რომ იყოს, პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. ასე რომ, მისი შექმნის უფლება აქვს ყველას. სხვა შეფასება ამ ეტაპზე უაზრობა იქნება", - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

ჩვენს კითხვაზე, ივანიშვილის პარტია ხომ არ დააზარალებს ოპოზიციურ სპექტრს, კაციტაძე პასუხობს: "არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში გავლენების მოხდენა ყველა მიმართულებით შესაძლებელია, თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას ძლიერი ბირთვი ჰყავს. მე არ ვიცი, რა წონით და ინტერესებით შემოვა ივანიშვილი პოლიტიკაში და რა გავლენას იქონიებს ის ქართულ პოლიტიკაზე. ვირტუალურ თემებზე კი რაიმე ჩამოყალიბებული აზრის თქმა ნამდვილად გამიჭირდება. " 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.