"მე ვირჩევ"
5.10.2011


რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას აფასებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომენტარისა და შეფასებების გაკეთება რთულია. „ძალიან რთულია ამ ეტაპზე რამის თქმა, სანამ არ გაცხადდება მათი მიზნები და ამოცანები. საერთოდ, ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით ივანიშვილის ინტერესებისა და ამბიციების შესახებ არაფერი, შესაბამისად, წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. მე ინტერესით დავაკვირდები ამ მოვლენას და შეფასებაც მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება“. ჩვენს კითხვაზე, ივანიშვილის ჩართვა პოლიტიკაში ხომ არ გამოიწვევს ოპოზიციურ ფლანგზე დიდ რყევებს, ხიდაშელი პასუხობს: „არ ვიცი. ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით, რა ტიპის პარტიას ქმნის - ოპოზიციურს თუ ხელისუფლების მხარდამჭერს. იმედია, თვითონ გააკეთებს განცხადებას და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ“.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერთვება და თავის პარტიას ქმნის. ამის შესახებ ვრცელი განცხადება 7 ოქტომბერს გავრცელდება.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.