”პირველი”

ოპოზიციური "ექვსიანი" "მემარჯვენეების" ინიციატივით ხელისუფლების საარჩევნო ინიციატივების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

საუბარია ხელისუფლების საარჩევნო ინიციატივების იმ პუნქტის გაუქმებაზე, რომლის გათვალისწინებით, ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო დაფინანსებას ვერ იღებდა, თუ ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის საარჩევნო შეთანხმების წევრი არ იყო.


როგორც "პირWელს" "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, "ცვლილების შეტანამდე ხელისუფლების ინიციატივებში 3.2 მუხლი დისკრიმინაციული იყო".

"ახალი მემარჯვენეების" ძალისხმევით, შეთანხმებაში ამგვარი ნორმა აღარ არსებობს და ბიუჯეტიდან დაფინანსდება ყველა პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს", - განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საარჩევნო ინიციატივების თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერს (5 პროცენტი) გადალახავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად 1 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის 300 000 ლარს - მიზნობრივად, წინასაარჩევნო სატელევიზო რეკლამების ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა ცსკ-ს წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს.

ამასთან, ამ შეთანხმების პირობები მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე ვრცელდებოდა.


http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73430

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.