”პირველი”

"საქართველოს მწვანეთა პარტიის" შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით შემოთავაზებული წინადადებები "არა მარტო უზნეო, არამედ ანტიკონტსიტუციურიცაა".

"როგორც ჩანს, "რვიანის" შემადგენელი ზოგიერთი პარტია, ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული "საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების" წინადადებების აბსურდულობის მიუხედავად, მათზე დათანხმებას მაინც აპირებს.
ყველაზე კატასტროფული ამ შეთავაზებებში, რომელიც ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესებშია და მას ისევ უმრავლესობაში მისვლის 100%-იან გარანტას აძლევს, პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის გაზრდაა, რომლითაც ის ცდილობს, მაჟორიტარების წილი პარლამენტარების საერთო რაოდენობიდან 33%-დან (50 მაჟორიტარი 150 დეპუტატში) 44%-მდე (87 მაჟორიტარი 190 დეპუტატში) გაზარდოს. შეგახსენებთ, რომ 2003 წლის რეფერენდუმით საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა არაუმეტეს 150-ით განისაზღვრა. შესაბამისად, რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება მხოლოდ რეფერენდუმითაა შესაძლებელი", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, "მწვანეთა პარტია" ყველა პოლიტიკურ  და საზოგადოებრივ ორგანიზაციას "უმსგავსობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ" მოუწოდებს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73411&Itemid=1 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.