”პირველი”

"ქართული აკადემია" ხელისუფლების ინიციატივას საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში შეთანხმების ხელმომწერი პარტიის მილიონი ლარით დაფინანსების შესახებ "მოსყიდვის აშკარა მცდელობად" აფასებს.

"ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული და "რვიანისთვის" ულტიმატუმის ფორმით შეთავაზებული წინადადებები სხვა არაფერია, თუ არა "ნაციონალებისთვის" დამახასიათებელი თვალთმაქცობის, უპასუხისმგებლობის, ცინიზმის, მოსყიდვის, შანტაჟის ნაზავი. თავისი უკანონო, უზნეო და მიუღებელი წინადადებებით ხელისუფლებამ მოლაპარაკებათა მრავალთვიანი პროცესი ფაქტობრივად ჩაშალა.
დასანანია, რომ "რვიანის" ორმა სუბიექტმა - "ახალმა მემარჯვენეებმა" და "ქრისტიან-დემოკრატებმა" ბრძოლის სიმძიმეს ვერ გაუძლეს, სათანადო პასუხისმგებლობისა და სიმტკიცის გამოჩენა ვერ შეძლეს და მიიღეს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ფასადური, ზნეობისა და კანონისაგან შორს მდგომი წინადადებები, რომლებიც საქართველოში მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. მივიჩნევთ, რომ იმ პარტიების გადაწყვეტილება, რომლებმაც პრინციპები არ დათმეს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს მოსაპოვებლად პრინციპულ ბრძოლას ყველა კონსტიტუციური მეთოდით აგრძელებენ, სწორი გადაწყვეტილებაა და ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემთხვევაში წარმატების მაღალ ალბათობას შეიცავს", - აცხადებს "ქართული აკადემია" და ასეთ პარტიებს თანადგომას უცხადებს.

გარდა ამისა, "ქართული აკადემია" აუცილებლად მიიჩნევს, ხელისუფლების მიერ პროცესის ფაქტობრივი ჩაშლის შესახებ სრულფასოვანი და ობიექტური ინფორმაცია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიცაზიებსა და პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს სამართლებრივი ექსპერტიზისა და პოლიტიკური შეფასებისათვის ოპერატიულად მიეწოდოს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73417&Itemid=1 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.