”ინტერპრესნიუსი”
ხელისუფლების წინადადების თანახმად, საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯები მილიონი ლარის ოდენობით, მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმომწერ, ბარიერგადალახულ პარტიებს აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ოპოზიციური "რვიანისთვის" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე წარდგენილ წინადადებებშია ნათქვამი.
კერძოდ, ხელისუფლების შეთავაზებების 3.2 პუნქტში ნათქვამია, რომ "საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავს, მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მილიონ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად".
თუმცა, ამავე წინადადების თანახმად, აღნიშნული პუნქტის პირობები ვრცელდება მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე.
ხელისუფლების შეთავაზებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით "ახალი მემარჯვენეების" წევრ მამუკა კაციტაძეს 24 ივნისს პავლე კუბლაშვილმა გააცნო.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/172921-khelisuflebis-shethavazebis-thanakhmad-milioni-larith-mkholod-shethankhmebaze-khelmomtseri-partiebi-dafinansdebian.html