”ინტერპრესნიუსი”
ოპოზიციურ "რვიანი" აღარ არსებობს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოდგენილ შეთავაზებებს, რომელსაც თამამად შეიძლება ულტიმატუმიც ვუწოდოთ, ოპოზიციური გაერთიანების ორმა და საპარლამენტო ოპოზიციის ხუთმა სუბიექტმა მოაწერა ხელი ("ქრისტიან-დემოკრატები" იქაც ითვლებიან და იქაც).

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ერთ-ერთ პუნქტად პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდაა დაფიქსირებული. ძნელი სათქმელია, რისთვის დასჭირდათ ეს - მომავალ არჩევნებში ოპოზიციასთან სავაჭრო "არსენალის"  გასაზრდელად, თუ უბრალოდ, მორიგი აჟიოტაჟისა და ხმაურის ასატეხად. რაც შეეხება წინასაარჩევნო ვაჭრობას, ამას სულ მალე დავინახავთ, ხმაური კი უკვე ატეხილია.


ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან  ხსენებული პუნქტის მოღებით, მოხდება 2003 წელს ჩატარებული რეფერენუმით გამოხატული ხალხის ნების უგულებელყოფა. სწორედ მაშინ გადაწყდა პარლამენტის დეპუტატთა რიცხვის 235-დან 150-მდე შემცირება. 
"რეფერენდუმის შესახებ" კანონის თანახმად, "რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით; რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით".

თუმცა, არსებობს მრავალი ხერხი, რომლის წყალობით შესაძლებელია კანონის დარღვევა. მაგალითად, ამ არასასურველი კანონის სასურველით შეცვლითა ან უკვე არსებულით მანიპულირებით, ჩატარებული რეფერენდუმის არასრულფეასოვან, უხარისხო რეფერენდუმად გამოცხადებით . . .

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ამ მეორე ვერსიას ავითარებს და აცხადებს, რომ 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების საფუძველი არ ყოფილა, რადგან საკამათო დღესა და საკამათო არჩევნების პერიოდში ჩატარდა. იმ დღეს რეფერენდუმის პარალელურად ჩატარებული  საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სიების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო მაჟორიტარული სიებით ჩატარებული-კანონიერად. რა კავშირშია პროპორციული არჩევნების გაბათილება რეფერენდუმთან, ძნელი სათქმელია. როგორც ჩანს, მამუკა კაციტაძე საერთოდ, შევარდნაძისდროინდალ საქართველოს არ ენდობა. . .
თავის მხრივ ორგანიზაციის ,,პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ დეპუტატთა რაოდენობის შემცირება მათი იდეა იყო და რეფერენდუმის შედეგები  თავის დროზე არც უზენაეს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს ეჭგვეშ არ დაუყენებიათ; რეფერენდუმის შედეგების შესრულება მოითხოვა ვენეციის კომისიამაც. მაშინდელი  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ნანა დევდარიანი ამბობს, რომ არსებობს 2003 წელს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებული ყველა ოქმი და დოკუმენტაცია, რომელთა ნახვა შესაძლებელია.

პოლიტოლოგი გია ნოდია  ,,იურიდიული თვალსაზრისით" ცდილობს მოსახლეობის ნების გაბათილებას და აცხადებს: ,,დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა- შემცირების საკითხი, წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, პარლამენტის გადასაწყვეტია. პარლამენტს ამის გაკეთება რეფერენდუმის გარეშეც შეეძლო. თუმცა, რადგან რეფერენდუმი ჩატარდა, ეს გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემას ქმნის". პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი საერთოდ უარყოფს 2003 წლის 2 ნოემბერს რეფერენდუმის ჩატარებას. მისი აზრით მაშინ ჩატარებულ ღონისძიებას საერთოდ არ შეიძლება დაერქვას რეფერენდუმი, ვინაიდან გასაგები მიზეზების გამო მასში ვერ იღებდა მონაწილეობას საქართველოს მთელი მოსახლეობა. მაჭავარიანის აზრით ეს იყო უფრო პლებისციტი, ვიდრე  - რეფერენდუმი. . .

არადა, ცენტრალური საარჩევნო კომოსიის ყოფილი თავმჯდომარეები ამბობენ, რომ არსებობს რეფერერდუმის დანიშვნასთან, ჩატარებასთან და შედეგების აღრიცხვასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ტარდება რეფერენდუმი; ბოლოს და ბოლოს, ცოცხალია ის ხალხიც, რომელიც ითხოვდა ამ რეფერენდუმის დანიშვნას და  მასში მონაწილეობდა.  მავანნი კი ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი საკამათოა, უკანონოა ანდა, სულაც არ მომხდარა. ვის უნდა მოვუსმინოთ, ვერწმუნოთ, რომ გავარკვიოთ სიმართლე. არც არავის, კანონის გარდა, რომელსაც, სამწუხაროდ, საკუთარ თარგზე ჭრიან და კერავენ, უკვე მერამდენედ.

დავით შალიკაშვილი


http://www.interpressnews.ge/ge/dghis-thema/173240-daivitsyeth-referendumi-es-iyo-plebisciti.html 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.