"პირველი"
16.12.2011

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, "ქვეყანაში ორი პოლიტიკური პოლუსის - ხელისუფლების და ხელისუფლების ანარეკლი ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბების მცდელობა მიმდინარეობს".

ამის შესახებ ქარდავამ დღეს ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში" გამართულ ედპ-ის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ხდება ის, რაც არაერთხელ მომხდარა, - მიმდინარეობს მცდელობა ორი პოლიტიკური პოლუსის ჩამოყალიბებისა. ერთი - ეს გახლავთ ხელისუფლება, მეორე კი - ხელისუფლების ანარეკლი ბიძინა ივანიშვილის ჯერ უსახელო მოძრაობა, რომელიც ჯერ ჩამოუყალიბებელია, მაგრამ არის მცდელობა მეორე პოლუსის შექმნის. ასეთი პროცესები ჩვენ მრავალგზის გვინახავს და არცერთხელ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის სიკეთე არ მოუტანია. "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" პოზიცია გახლავთ ის, რომ მცდელობა ზომიერი, ჩამოყალიბებული, დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების გვერდზე ჩაწევისა უშედეგოდ დასრულდება. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ცენტრის, ე.წ. ზომიერი, ცენტრისტული და დასავლეთზე ორიენტირებული ძალების გააქტიურება, რომლებიც არც ხელისუფლებას და არც ივანიშვილს და მის გარშემო შეკრებილ ერთი დღისთვის შექმნილ პარტიებს პოლიტიკური ველის მონოპოლიზების საშუალებას არ მისცემენ. ეს ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარების საშუალება იქნება", - განაცხადა ქარდავამ.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.