"პირველი"
16.12.2011
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, "მიხეილ სააკაშვილი თანამდებობის დატოვებას უბრძოლველად არ აპირებს და საზოგადოება სერიოზული პოლიტიკური შერკინებისათვის მზად უნდა იყოს".
ამის შესახებ ბათიაშვილმა Facebook-ის "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" გვერდზე ონლაინ-კონფერენციის მსვლელობისას კითხვის “რამდენად რეალურია მშვიდობიანად, არჩევნებით სააკაშვილის და მისი ბანდის გაშვება?" საპასუხოდ განაცხადა.
"სამწუხაროდ, სააკაშვილი და მისი გუნდი სავარძლების დატოვებას უბრძოლველად არ აპირებენ. ეს აშკარაა. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება სერიოზული პოლიტიკური შერკინებისათვის მზად უნდა იყოს", - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისივე აზრით, "სააკაშვილი სიტუაციისდა მიხედვით იმოქმედებს და გამორიცხული არაა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს".
იხილეთ დედანი