"პირველი"
16.12.2011

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.  

პავლე კუბლაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილის და აკაკი მინაშვილის ავტორობით მომზადებული ცვლილებების პროექტი პარტიების ქონებასთან, ფინანსებთან, შემოწირულობებთან და ფინანსური საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად არეგულირებს.

უმრავლესობა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით – რიგგარეშე სხდომების ფორმატში განხილვას ითხოვს, საპარლამენტო ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ინიცირებული საკითხები ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.