”ინტერპრესნიუსი”
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე შეთანხმების ხელმომწერი პარტიების სარედაქციო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე კვირას უნდა გაიმართოს.
ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი უხელმძღვანელებს.
"მემარჯვენე" მამუკა კაციტაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კვირას უკვე ჯგუფის სრული შემადგენლობაც იქნება ცნობილი და შეხვედრაც შედგება.
მისი თქმით, ეს ჯგუფი იმუშავებს როგორც შეთანხმებული საარჩევნო საკითხების პროექტად ქცევაზე, ისე სპეციალურ კომისიებზე, რომელთა ფარგლებშიც საარჩევნო სიების გადამოწმება და მედიაზე მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ასევე, უნდა შეიქმნას კიდევ ერთი - უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს გააკონტროლებს და მასზე რეაგირებას მოახდენს.
სარედაქციო ჯგუფის მიერ მუშაობის ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივები ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, პარლამენტში განსახილველად კი საშემოდგომო სესიაზე შევა.
სარედაქციო ჯგუფის შექმნაზე შაბათს, "მემარჯვენეებისა" და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/173615-saarchevno-garemos-gaumjobesebaze-shethankhmebis-khelmomtseri-partiebis-saredaqcio-jgufis-shekhvedra-mimdinare-kviras-unda-gaimarthos.html