”ინტერპრესნიუსი”
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე 2003 წელს რეფერენდუმის საფუძველზე დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას შევარდნაძის გარემოცვის მიერ ჩაფიქრებულ ავანტურას უწოდებს.
ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს პარლამენტში დავით ბაქრაძესთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა რაოდენობის შემცირება თავიდანვე პოპულისტური ქმედება იყო.
"საზოგადოებას ყოველთვის აქვს სურვილი, დეპუტატთა რაოდენობა შემცირდეს. თუმცა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტი ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტია; ეს არის ადგილი, სადაც პოლიტიკურად ფართო სპექტრი იყრის თავს", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მისივე თქმით, 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმში კითხვაზე, რომელიც დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას ეხებოდა, მან უარყოფითად უპასუხა.
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმების მიხედვით, დეპუტატთა რაოდენობა 190-მდე იზრდება. 2003 წლის რეფერენდუმის საფუძველზე კი, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე შემცირდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/173561-davith-gamyrelidze-deputattha-raodenobis-shemcirebas-shevardnadzis-garemocvis-avanturas-utsodebs.html