”ინტერპრესნიუსი”
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საარჩვენო საკითხებზე სარედაქციო ჯგუფის შექმნას დადებითად აფასებს.
როგორც ბაქრაძემ დღეს, "მემარჯვენეებთან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჯგუფის მთავარი ამოცანა პოლიტიკური შეთანხმებების კანონის ენაზე ჩამოყალიბება იქნება.
"დოკუმენტი პირველ ეტაპზე ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, სადაც საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაუტარდება; პარლამენტი შემოდგომაზე დოკუმენტის კანონად ჩამოყალიბებაზე იმსჯელებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სარედაქციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ შეთანხმების მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები. მივიჩნევ, რომ ჯგუფის შექმნა და, ზოგადად, ამ საკითხებზე კონსულტაციების აქტიური დაწყება საკმაოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, შეთანხმებაში ასახულია ყველა ის საკითხი, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება წლების განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ.
"ამ შეთანხმებით ფინანსური პრობლემა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოეხსნებათ; ასევე, იქნება მედიამოინიტორინგი და ოპოზიციას ეყოლება მეტი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში, რაც ნიშნავს, რომ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი დაკმაყოფილებული იქნება", – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტში დღეს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დავით ბაქრაძე, პავლე კუბლაშვილი, დავით გამყრელიძე და მამუკა კაციტაძე.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/173559-davith-baqradze-saarchveno-sakithkhebze-saredaqcio-jgufis-sheqmnas-dadebithad-afasebs.html