"პირველი"
ავტორი ნათია რუხაძე
13.10.2011
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, "სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების უპირობოდ მიღება არასწორია".
ამის შესახებ ხმალაძემ "პირWელს" NDI -ს კვლევის შედეგების იმ ნაწილის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც პარტიულ რეიტრინგებს შეეხება.
"სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარების დროს რიგი ფაქტორებია (სად და როდის ჩატარდა გამოკითხვა, როგორ იქნა რესპონდენტები შერჩეული და ა.შ.) გასათვალისწინებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. ადამიანები ხელისუფლების საქმიანობის უარყოფითად შეფასებას ძალიან უფრთხიან, რადგან ეს მათ რიგ პრობლემებს უქმნის. პირველ რიგში, საფრთხე მათ სამუშაო ადგილებს უკავშირდება, განსაკუთრებით - მათ, ვინც საჯარო სამსახურებსა და ისეთ კომპანიებში მუშაობენ, რომლებიც ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში არიან", - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, "სოციოლოგიურ გამოკითხვებთან დაკავშირებით ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების ხარისხი დაბალია".
"იმ ტელევიზიებში, რომელთა დაფარვის ზონა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება, სულ სხვა ქვეყანას ვხედავთ, ამიტომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ხელისუფლების საქმიანობის რეალური შეფასება გაუჭირდება", - განაცხადა ხმალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მაღალ რეიტინგს ოპოზიციური სპექტრის სისუსტეც განაპირობებს".
"ოპოზიციის სისუსტეს, თავის მხრივ, რიგი მიზეზები აქვს. ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენის მცირე საშუალება აქვთ, რადგან ის ტელევიზიები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობენ, ხელისუფლების მიერ კონტროლდება და მათთვის ხელმიუწვდომელია. ამას ხელისუფლების მაღალი ფინანსური შესაძლებლობები და ადმინისტრაციული რესურსიც ემატება. ეს ყველაფერი კი ოპოზიციური სპექტრის სისუსტეს განაპირობებს", - განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი კვლავ მაღალია”.
"ნაციონალური მოძრაობა" პირველი პარტიაა, რომლის წარმომადგენლები NDI -ს კვლევის შედეგებს გაეცნენ.
როგორც ცისკარიშვილმა "პირWელს" განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული რეიტინგი 52%-ია.
მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შეფასებითი რეიტინგიც და ეს მაჩვენებელი 60%-ს აღემატება.
"ჩვენ თვალს ვუსწორებთ ყველა იმ პრობლემას, რომელსაც, NDI-ს კვლევის მიხედვით, საზოგადოება მიუთითებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და ცვლილებებს მხარს უჭერს", - დასძინა ცისკარიშვილმა.
იხილეთ დედანი