"ინტერპრესნიუსი"
16.10.2011

საარჩევნო სუბიექტებს ქართამის აღების, გამოძალვის ან მის სანაცვლოდ დაპირებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის.
კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი ხდება საარჩევნო სუბიექტის – ფიზიკური პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა.
ასევე, საარჩევნო სუბიექტი დაისჯება, თუ მან რაიმე მსგავსი შეთავაზება ან დაპირება მიიღო, რათა "განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკაოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან"; ან გამოიყენოს თავისი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად ან განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.
ამ ქმედებების გამო, საარჩევნო სუბიექტს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თუ საარჩევნო სუბიექტმა დიდი ოდენობით - 10 ათას ლარამდე ოდენობის ქრთამი აიღო - შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა დაემუქრება, ხოლო თუ ეს ქმედება მან არაერთგზის ჩაიდინა ან დიდი ოდენობით – 30 ათას ლარს ზემოთ ქრთამი აიღო, თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.
კანონპროექტის ავტორები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.