”ინტერპრესნიუსი”
"ახალი მემარჯვენეები" თანახმა არიან, მიიღონ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადებები საარჩევნო რეფორმასთან დკავშირებით და აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ეს ცვლილებები ზედმიწევნით აისახოს საარჩევნო კანონმდებლობაში.
ამასთან დაკავშირებით დღეს ახალი მემარჯვენეების ოფისში სპეციალური განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ გააკეთა.
კაციტაძის განცხადებით, საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადებები მათი მხრიდან დათმობის პირველი პრეცედენტია.
"შეიძლება ითქვას, რომ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, პირველად მივაღწიეთ არა საუკეთესო, მაგრამ სოლიდურ შედეგს, რამაც შეიძლება ერთმნიშნველოვნად უკეთესი გახადოს სარჩევნო გარემო", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, დღეს ყველას პირველად ეძლევა საშუალება დაამსხვრიოს სტერეოტიპები, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში ე.წ. ჩიხის სინდრომი ჩამოაყალიბა და რომლის მიხედვითაც ხელისუფლება თვითონ არაფერს დათმობს, ხოლო ოპოზიციას არ შეუძლია გონივრული კომპრომისის გზით სიარული.
როგორც კაციტაძემ აღნიშნა, ამ სტერეოტიპის ტყვეობაში არიან დღემდე პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადოება კი უშედეგოდ დაიღალა, ამიტომ ეს შანსი ყველამ უნდა გამოიყენოს და გადადგას თამამი ნაბიჯი იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ დააღწიოს თავი ამ სტერეოტიპებს.
"დღეს არის შანსი მივიღოთ, მართლაც არაორდინალური გადაწყვეტილება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული წინადადებები რეალურად ვაქციოთ ჩვენი წარმატების საფუძვლად", - აღნიშნა კაციტაძემ.
"ახალი მემარჯვენეები" მივიჩნევთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა არჩევანის წინაშე არიან დღეს და ისე მიიღონ გადაწყვეტილბა", - აღნიშნა კაციტაძემ.
მისი თქმით, "ახალი მემარჯვენეებისთვის" ეს არის ის გზა, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა პოლიტიკურ არჩევანს - ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული ცვლილებები არა რევოლუციების, პოლიტიკური რყევების და სამოქალაქო დაპირისპირების, არამედ ცივილიზებულ, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული არჩევნების გზით.
"ეს არის პირველი, მაგრამ სერიოზული ნაბიჯი საარჩევნო კოდექსის კომპლექსური ცვლილებების გზით, საქართველოში საზოგადოებას დაუბრუნდეს რწმენა არჩევნებისადმი და შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის", - განაცხადა კაციტაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/172938-qakhalma-memarjveneebmaq-saarchevno-garemos-gaumjobesebis-thaobaze-khelisuflebis-shethavazeba-miighes.html