”ინტერპრესნიუსი”

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დაეთანხმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოძრაობას მიაჩნია, რომ "რვიანში" გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ნაყოფიერი მუშაობისა და ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, დასავლელი პარტნიორების პრინციპული პოზიციის გათვალისწინებით, ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო რიგ მნიშვნელოვან დათმობებზე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული პირობები სრულად არ პასუხობს, მათ მოთხოვნებს, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ წინადადებების რეალიზებით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე აქამდე იყო.
"ქართულ ოპოზიციას აქვს ძალზე სამწუხარო გამოცდილება "ნაციონალურ მოძრაობასთან" კატეგორიულობაში და რადიკალიზმში შეჯიბრისა, რომელშიც როგორც წესი, ყოველთვის მმართველი გუნდი გამოდიოდა გამარჯვებული. ამიტომ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იყო კატეგორიულობა და პოზიცია "ან ყველაფერი, ან არაფერი", რადგან მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი შევა ჩიხში და ხელისუფლება ქვეყანას წაიყვანს სრული იზოლაციონიზმისა და არადემოკრატიული მმართველობისკენ", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისივე განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატები" მისაღებად მიიჩნევენ, შემოთავაზებულ წინადადებებს და განიხილავენ მოპოვებულ შედეგს, როგორც ახალ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც რომ არა საშინაო თუ საგარეო ფაქტორები, მიუღებელი და ბევრად უფრო მძიმე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული საზოგადოებისთვის.
"ვფიქრობთ, რომ პროცესი ამით კი არ დასრულებულა, არამედ რეალურად ახლა იწყება, რადგან ახალი პირობები საშუალებას მისცემს დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის იმ პარტიებსაც, ვინც შემოთავაზებულ წინადადებებს დღეს არ იზიარებს, რომ თუმცა არა იდეალურ მაგრამ აშკარად გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში გააგრძელონ პოლიტიკური ბრძოლა და აჩვენონ შედეგი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
მან ბრიფინგის ბოლოს დასძინა, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" დღესვე მოაწერენ ხელს დოკუმენტს, რაზეც ხელისუფლების შეთავაზებებია წარმოდგენილი.
დღესვე ხელისუფლების შეთავაზებას "ახალი მემარჯვენეებიც" დაეთანხმნენ.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/172951-khelisuflebis-shethavazebas-qqristian-demokratebicq-dathankhmdnen.html 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.