”პირველი”
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ოპოზიციური "რვიანის" წევრები ხელისუფლების მიერ გუშინ წარდგენილი საბოლოო საარჩევნო ინიციატივების წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებენ.
"მემარჯვენეების" ოფისში დღეს გამართული ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ "რვიანის" წარმომადგენლებმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.
"პირWელს" მოკლე კომენტარი მხოლოდ "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელმა ბიძინა გუჯაბიძემ მისცა, რომელმაც აღნიშნა, რომ "დღევანდელი შეხვედრა საკონსულტაციო იყო და საუბარი ხელისუფლების საპასუხო საარჩევნო ინიციატივებს შეეხო".
მისივე თქმით, მომდევნო ანალოგიური შეხვედრა მომავალ ორშაბათს გაიმართება.
მომდევნო საკონსულტაციო შეხვედრის ორშაბათისთვის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია "პირWელს" "რვიანის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმაც დაუდასტურა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრა მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა.
ოპოზიციური "რვიანიდან" კონსულტაციებს "ეროვნული ფორუმის" ლიდერები კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე, "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი, ექსპერტი-კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, "თავისუფალი დემოკრატი" ირაკლი ჩიქოვანი, "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი, "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე და "კონსერვატორი" ბიძინა გუჯაბიძე დაესწრნენ.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73296&Itemid=1