”პირველი”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის აზრით, "ყველა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელმაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწია და ამ მიმართულებით სამუშაო პროცესში ჩაერთო, გასული წლების გამოცდილება პოლიტიკური გაკვეთილი აღმოჩნდა".

ამ კონტექსტში მაჭავარიანი განსაკუთრებულ აქცენტს "ახალ მემარჯვენეებზე" აკეთებს.

"მე ეს პოლიტიკური გაკვეთილები და ის, თუ ვინ რა მიიღო ამ გაკვეთილიდან, კარგად მახსოვს. როგორც ჩანს, ეს "ახალმა მემარჯვენეებმაც" კარგად გაიგეს, რომელთაც რაღაცის მიღების შანსი ბევრჯერ ჰქონდათ. მაგალითად, ეს 100/50-ზე საარჩევნო სისტემას, პარლამენტში შესვლის თემასა და სხვა საკითხებს ეხებოდა. როგორც ჩანს, "ახლებმა" გააანალიზეს, რომ ის, რაც მათ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს, მაქსიმუმია, რისი მიღებაც შეიძლება" - განაცხადა მაჭავარიანმა "პირWელთან" საუბრისას ე.წ. "ექვსიანის" ჩამოყალიბებისა და მისი მიზნების კომენტირებისას.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აქვე აღნიშნა, რომ "თავად სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიმართ საზოგადოების მხრიდან რაც შეიძლება, მაღალი ნდობა არსებობდეს". 

"არ არსებობს ისეთი სისტემა, რომელშიც ჩაიწერება, არჩევნებში კონკრეტულად რომელი პარტიები უნდა გავიდნენ. ამისთვის სხვა რამაა საჭირო" - დასძინა მაჭავარიანმა.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.