"პირველი"
17.10.2011
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "პრეზიდენტ სააკაშვილს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენა სურს, თუმცა ამის დაშვება არ შეიძლება".
ამის შესახებ ივანიშვილმა "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მე ვიცი, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენა სურს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, "როიტერი" აღნიშნავს, რომ "ივანიშვილი, ისევე, როგორც სხვა ოპონენტები, დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილს ორი საკონსტიტუციო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენა სურს".
"მსგავსი მეთოდი რუსეთში სააკაშვილის შეურიგებელმა კრიტიკოსმა, პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა უკვე გამოსცადა და მომავალ წელს კრემში დაბრუნებას მინიმუმ, 6 წლით აპირებს", - აღნიშნავს "როიტერი".
იხილეთ დედანი