ორშაბათს, 28 ნოემბერს, 13:00 საათზე
რეგიონული მედიის ასოციაციის ოფისში
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“
პრესის ჯიხურების აღებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციაზე გავრცელდება კოალიციის განცხადება კონკრეტული შეთავაზებებით, აგრეთვე, გავრცელდება მიმართვა საზოგადოებისადმი.
მისამართი: (ვაჟა-ფშაველას 78 ა, I სად. II სართული, ვაჟა-ფშაველას ძეგლსა და მოდულის შენობას შორის მწვანე კორპუსი)
საკონტაქტო პირი: მაგდა პოპიაშვილი - 551 75 27 07
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ 2011 წლის 17 ნოემბერს შეიქმნა. კოალიციის წევრები არიან: ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი; კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრი; ია მამალაძე - საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დავით ნარმანია - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; მაგდა პოპიაშვილი - საქართველოს მედია კლუბი; დავით ლოსაბერიძე - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; მურმან პატარაია - სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი.