"პირველი"
21.11.2011

დებულებას, რომელიც კომისიის მუშაობის წესს, სტრუქტურას, სამართლებრივ სტატუსს, კომისიის წევრთა ამოცანებს და პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია მომავალ კვირას, მომდევო სხდომაზე დაამტკიცებს.

ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ აღიშნული კომისიის რიგით მეორე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კაციტაძის თქმით, დღევანდლ სხდომაზე სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი აღნიშნული დებულების პროქტზე მიმდინარეობდა მსჯელობა.

"შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერსეო დისკუსია წარიმართა. იმის გამო, რომ ბევრი განსხვავებული წინადადება და მოსაზრება გამოითქვა, კომისიის მხრიდან სამუშაო ჯგუფს ეთხოვა, ყველა ეს წინადადება პროექტის შექმნისას გაითვალისწინონ. ამავდროულად კომისიის ყველა წევრს არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უფლება მიეცემათ, კომისიის დებულაბასთან დაკავშირებით საკუთარი ფორმულირებები უახლოესი სამი დღის განმავლობაში წერილობით წარმოადგინონ. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო კვირას დებულების პროექტი უკვე შიდა მოხმარების დოკუმენტად აქციოს. დოკუმენტი, რომელზეც კომისიის მუშაობა უნდა აიგოს, მომავალი კვირისთვის დამტკიცდება, რის შემდეგაც ჩვენ უკვე სტრუქტურების კომპლექტაციასა და საკუთარი გეგმების განხორციელებას დავიწყებთ, რაც, ბუნებრივია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფას მოემსახურება", - განაცხადა კაციტაძემ და დასძინა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მომავალი კვირის კონკრეტულად რომელ დღეს გაიმართება კომისიის მომდევნო სხდომა.

"ეს დამოკიდებულია დებულების საბოლოო შექმნაზე, რომელიც კომისიას სამუშაო ჯგუფმა უნდა წარმოუდგინოს", - განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის პირველი სხდომა 17 ნოემბერს გაიმართა. კომისიის თავმჯდომარედ - მამუკა კაციტაძე, მის მოადგილედ "ნაციონალური მოძრაობიდან" - ლაშა მელაძე, ხოლო მდივნად არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ცენტრის" წარმომადგენელი ბადრი ნიაური აირჩიეს.

აღნიშნულ კომისიაში 21 ადამიანი შედის, მათგან 7 "ნაციონალური მოძრაობიდანაა", 7 - ოპოზიციიდან, ხოლო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია.

კომისიამ გადამოწმებული სიები ცსკ-ს 2012 წლის 1 ივლისამდე უნდა წარუდგინოს. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.