"პირველი"
21.12.2011

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე "სპეკულაციად" მიიჩნევს მოსაზრებას, რომ კონსტიტუციის შეცვლისთვის ბარიერის გაზრდა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

როგორც გამყრელიძემ დღეს გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, "ახალმა მემარჯვენეებმა" ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი გადადგეს, როდესაც დეპუტატების რაოდენობის გაზრდას დასთანხმდნენ, თუმცა ამის მიზანი მაჟორიტარებსა და პროპორციულ სისტემას შორის პროპორციის შეცვლა იყო".

"საზოგადოებაში ამ ძალიან არაპოპულარულ თემას პოლიტიკური კეკლუცობა და პოპულიზმი დაემატა ოპოზიციური პარტიების მრხიდან და ყველამ, მმართველი პარტიის ჩათვლით ხელი ჩვენკენ გამოიშვირა. "ახალი მემარჯვენეების" განტევების ვაცად ქცევა ჩვენთვის არცთუ ისე სახარბიელო იყო და ვთქვით, რომ აღარ დავიცავდით ამ პოზიციას, თუკი ასე მნიშვნელოვანია რეფერენდუმი, რომელზეც კითხვის დასმაც კი ავანტიურა იყო, ვინაიდან დღეს რომ რეფერენდუმზე კითხვა დავსვათ პარლამენტარების რაოდეობის 50 წევრამდე შემცირების ან საერთოდ ამ საკანონმდებლო ორგანოს გაუქმების შესახებ, საკითხი დადებითად გადაწყდება",- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, "ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული ახალი შეთანხმების საფუძველზე არც დეპუტატების რაოდენობა და არც პროპორცია იცვლება, თუმცა მნიშვნელოვანია კონსტიტუციის შეცვლისთვის საჭირო ბარიერის 2/3-დან 3/4-მდე ამაღლება".   

"სპეკულაციები, თითქოს ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ივანიშვილის "ოცნება" აპირებს, კონსტიტუციური უმრავლესობა აიღოს და კონსტიტუცია შეცვალოს, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ბატონ ხმალაძეს და ყველას ვეტყვი, შეთანხმება კარგად წაიკითხონ და დაინტერესდნენ, რომ საუბარია ამ ნორმის 2013 წლის 1 დეკემბრდიდან, ანუ იმ დროიდან ამოქმედებაზე, როდესაც ძირითადი კონსტიტუციური ცვლილებები უნდა ამოქმედდეს", - განაცხადა გამყრელიძემ. 


Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.