ტექნიკური მხარდამჭერი IFES- Georgia

შეხვედრის ადგილიცესკო
17 ნოემბერი, 2010
ოქმი #1
2010 წლის 17 ნოემბერს გაიმართა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა. შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა.
შეხვედრის დაწყებისთანავე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის ყოველ შეხვედრას მორიგეობით გაუძღვებიან მონაწილე პარტიების წარმომადგენელები ქართული ანბანის მიხედვით.
ამ პრინციპის მიხედვით, პირველი შეხვედრის თავმჯდომარედ დასახელებულ იქნა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.
ბატონი მამუკა მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ყველას შეხვედრაში მონაწილეობისთვის. მან მონაწილეებს შესთავაზა საბოლოოდ გაფორმებულიყო 2010 წლის 10 ნოემბრის შეხვედრაზე (რომლის ოქმიც არ იწარმოებოდა) მიღწეული შეთანხმებები და დასრულებულიყო შეთანხმება გადაწყვეტილებების მიღების წესთან დაკავშირებით. წინა სხდომაზე განხილულ საკითხებზე მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ:

  • სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმის, ანბანის მიხედვით თავმჯდომარეთა სიის შედგენასა და დისკუსიის ჩანაწერზე იზრუნებს IFES;
  • ძირითადი საკითხების განხილვისა და შეთანხმებების მიღწევის პროცესის დასრულება ნავარაუდევია 2011 წლის გაზაფხულისთვის;
  • ჯგუფი იმუშავებს საპარალამენტო პრაქტიკის გამოყენებით, კერძოდ, პირველი მოსმენით მოხდება საკითხის განხილვა და შეთანხმების მიღწევა პრინციპების დონეზე, ხოლო მეორე მოსმენისას მოხდება შეთანხმებული პრინციპების შესაბამისი ნორმებისა და მექანიზმების დეტალური დამუშავება და მათზე შეთანხმება;
  • ჯგუფი მზად არის განიხილოს მონაწილე სუბიექტების მიერ დასმული ნებისმიერი საკითხი საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და, საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმებული საკითხებს მისცეს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის (ან კონცეფციის) ფორმა;
  • შეხვედრები გაიმართება, როგორც წესი, ყოველ ოთხშაბათს დღის 3 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და გასტანს 6 საათამდე.
  • სამუშაო ჯგუფის ყოველ შეხვედრას მორიგეობით გაუძღვებიან მონაწილე პარტიების წარმომადგენელები ქართული ანბანის მიხედვით (სია თან ერთვის);

  • პროცესის მონაწილე პარტიებთან დაკავშირებით ბატონი ჯონდი ბაღათურიას განსხვავებული პოზიციის  მიუხედავად, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ 2010 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით დაფიქსირებული კვალიფიციური და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები (თ რომელიმ აპ პატიათაგანი მოვიანებით ჩერთვებ პროცესში,  მათ ჩართვამდე განხილული და მიღებული საკითხები არ დაექვემდებარება ხელმეორე განხილვას).

  • პროცესის გამჭვირვალობისთვის შხვედრეზე დასწრება დაურკოებლად შეულიათ ყველინტერესეული  საერთაშორისო ორგანიზაციების, კონსენსუსით გამოკვეთილი ოთხი ადგილობრივი არა-სამთავრობო ორგანიზაციის (საერთაშორისო გამჭვირვალობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ახალი თაობაახალი ინიციატივა და საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის) და ქვოტებით მოწვეული კიდევ ოთხი ადგილობრივი ორაგნიზაციის წარმომადგენლებს (თითო ორგანიზაციის მოწვევა შეუძლიათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს, რვა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას და მრეწველების პარტიას)  მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო სხდომებს მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

  • სამუშაო ჯგუფში ყოველი პოლიტიკური პარტია მონაწილეობას მიიღებს ორი უფლებამოსილი მუდმივი წარმომადგენლის საშუალებით, რომელთაგან ერთი-ერთი მაინც უნდა ესწრებოდეს შეხვედრას. ყოველ პარტიას შეუძლია სამუშაო შეხვდერაზე მოიწვიოს კიდევ ერთი პირი (ექსპერტი, პარტიის შესაბამისი თანამდებობის პირი, ა. შ.), რომელიც პარტიის სახელით არ მონაწილეობს მუშაობაში.
შემდეგი განსახილველი საკითხი, რომელიც მამუკა კაციტაძემ შესთავაზა მონაწილეებს, იყო გადაწყვეტილების მიღების წესი. ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეებმა წამოაყენეს განსხვავებული მოსაზრებები.
დასახელდა ოთხი ვერსია: საკითხების გადაწყვეტა სრული კონსენსუსით (პ. კუბლაშვილი); კონსენსუსს მინუს ერთი ან ორი ხმით (გ. თორთლაძე); ხელისუფლების თანხმობის საკმარისი და აუცილებელი პირობით (კ. კუკავა); მონაწილეთა უმრავლესობით, რომელშიც ერთ-ერთი ხელიუფლებაა (ი. ჩიქოვანი) მონაწილეების უმრავლესობამ გაიზიარა შეხედულება იმის თაობაზე, რომ საჭიროა კომპრომისების გზით სიარული ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა სამუშაო ჯგუფების შეხვედრები იყოს უფრო ნაყოფიერი და მიაღწიონ შედეგს, რომელიც ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.
პავლე კუბლაშვილი დაეთანხმა მონაწილეთა მოსაზრებას კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კონსენსუსით მიღწეული შეთანხმება ჩაითვლებამაგიდისგადაწყვეტილებად.
მამუკა კაციტაძის აზრით, კონსენსუსის გზა არის საკითხის უფრო დაბლოკვის ფორმა, ვიდრე გადაწყვეტილების მიღების ფორმა. თითქმის ყველა მონაწილე შეთანხმდა იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფში შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მთავარი შესათანხმებელი მხარეა ხელისუფლება, რადგან მას გააჩნია ბერკეტი ამა თუ იმ საკითხის მისაღებად თუ დასაბლოკად. ყველა მონაწილემ აღნიშნა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების მნიშვნელობა ამა თუ იმ საკითხზე შეთანხმებისას.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მონაწილეებს შესთავაზა საკუთარი მოსაზრება გადაწყვეტილების მიღების ფორმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საკითხების განხილვა მოხდება ორი მოსმენით. პირველი მოსმენის შემდეგ თითოეულ საკითხზე ჩატარდება სარეიტინგო გამოკითხვა  - ვინ არის მოწინააღმდეგე და ვინ არის მომხრე. ამ პროცედურის თანმიმდევრობა იქნება შემდეგნაირი: მოსმენა; კითხვა-პასუხი; დაზუსტება. მეორე მოსმენას დაექვემდებარება ის საკითხები, რომელსაც მხარი დაუჭირა ხელისუფლებამ. თუ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილი ეთანხმება კონკრეტულ საკითხს, მოლაპარაკებები გაგრძელდება მათ და ხელისუფლებას შორის, თუმცა დანარჩენი პარტიებიც სურვილისამებრ მიიღებენ მონაწილეობას საკითხის მუხლობრივ განხილვაში.
დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილი მოდელი მისაღები აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. პავლე კუბლაშვილმა მხარი დაუჭირა შემოთავაზებულ წინადადებას და გამოთქვა მოსაზრება, რომ მთავარია კომპრომისების ძიება და კონსენსუსის მიღწევა. მან მონაწილეებს ასევე შესთავაზა საკითხების ერთ პაკეტად განხილვის ვარიანტიც. თუ რომელიმე კონკრეტულ საკითხში გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა დათმობს თავის პოზიციას, მას ჰქონდეს საშუალება, სხვა რომელიმე საკითხში მოიპოვოს მონაწილეთა მხარდაჭერა. შესაბამისად, მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ჯერ დასრულდეს საარჩევნო კოდექსის ყველა თემის განხილვა და  შემდგომ მოხდეს პირველი მოსმენის სარეიტინგო გამოკითხვა თვითეულ მათგანზე.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.