”ინტერპრესნიუსი”
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ხვალ, მთავრობის მხრიდან პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეთავაზების თაობაზე დისკუსია გაიმართება. ხვალვე, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევას წარადგენენ.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~ღია საზოგადოება - საქართველოდან~ აცნობეს, ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია მმართველი პარტიის ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემის რეფორმის შეთანხმებაზე ხელისმომწერი პარტიები მომავალი არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარით დაფინანსდებიან.
კვლევა მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ანგარიშში გაანალიზებულია იმ პარტიების წლიური შემოსავლები და ხარჯთაღრიცხვა, რომელთაც 2010 წლის 30 მაისის არჩევნების შედეგად გადალახეს ბარიერი და მოიპოვეს მანდატები.
კვლევა ეყრდნობა 2007-2010 წლების მონაცემებს და დეტალურად აღწერს, თუ რა ოდენობის თანხების მოზიდვა შეძლეს პარტიებმა არჩევნების დროს და არჩევნების პერიოდში; რა წყაროებიდან ფინანსდებოდნენ პარტიები; როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხები; რამდენად კანონიერი იყო ამ თანხების მოზიდვა და ხარჯვა.
ორგანიზაციის შეფასებით, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაუმჯობესებას საჭიროებს. დღეისთვის არ არსებობს ორგანო, რომელიც გააკონტროლებს პარტიების დაფინანსების კანონთან შესაბამისობის საკითხებს; არ არის დადგენილი, თუ ვისი კომპეტენციაა პარტიების მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული საფინანსო დეკლარაციების შემოწმება; არ არსებობს პარტიათა ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების ერთიანი ფორმა; არ არის განსაზღვრული, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფინანსურ ანგარიშებს არასრულად ან ხარვეზებით წარადგენენ.
"საინტერესოა, როგორ ნაწილდება დაფინანსება პოლიტიკურ პარტიებზე. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ. ბიზნესკომპანიები კი მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ. ანგარიშის დასკვნით ნაწილში მოცემულია რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს",-აცხადებენ კვლევის ავტორები.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/173019-mthavrobis-mkhridan-politikuri-partiebisthvis-dafinansebis-shethavazebis-thaobaze-diskusia-gaimartheba.html