”ინტერპრესნიუსი”

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველის" შეფასებით, ხელისუფლების მიერ "რვიანისათვის" წარდგენილი საარჩევნო პაკეტი სამართლიან საარჩევნო გარემოს ვერ უზრუნველყოფს .
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, "რვიანისა" და ხელისუფლების მოლაპარაკებების დამკვირვებელმა კახა კახიშვილმა განუცხადა, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პაკეტი კონსტიტუციასა და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, 2003 წელს რეფერენდუმზე მოსახლეობის 90 პროცენტმა გადაწყვიტა, რომ 150-კაციანი პარლამენტი უნდათ. წარმოდგენილ პაკეტში კი ეს რიცხვი იზრდება.
კერძოდ, 83 მაჟორიტარი და 107 პროპორციული წესით აირჩევა, რაც რეფერენდუმის შედეგებს ეწინააღმდეგება.
კახიშვილი უსამართლოს უწოდებს ასევე საარჩევნო ბარიერთან და დაფინანსებასთან დაკავშირებულ ასპექტს. მისი თქმით, ხუთპროცენტიან ბარიერგადალახულებისათვის მილიონის ლარის მიცემა და ახალი სასტარტო პარტიებისთვის არანაირი დაფინანსება უსამართლობაა. კახიშვილი კიდევ რამდენიმე გარემოებას უთითებს, რის გამოც, მისი შეფასებით, წარმოდგენილი საარჩენო პაკეტით სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.
ხელისუფლების შეთავაზებას "რვიანის" მხოლოდ ორი წევრი - ქდმ და ~ახლები~ დათანხმდნენ. ექვსმა სუბიექტმა კი შეთავაზებაზე უარი განაცხადა. რვიანი ამ ორმა პარტიამ დატოვა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/173023-qsazogadoebrivi-damcvelisq-shefasebith-khelisuflebis-mier-tsardgenili-saarchevno-paketi-samarthlian-saarchevno-garemos-ver-uzrunvelyofs.html 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.