”ინტერპრესნიუსი”

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგა გოგნიაშვილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიღწეულ შეთანხმებას ურთიერთკომპრომისის შედეგად მიიჩნევს , - ამის შესახებ გოგნიაშვილმა დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დოკუმენტზე პარტიის სახელით ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დასრულდა ერთი პროცესი, რომელიც გულისხმობდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე შეთანხმების მიღწევას. ახლა კი იწყება მეორე პროცესი, რომელიც საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას ითვალისწინებს.
გოგნიაშვილის განცხადებით, როგორც კი პარლამენტი ამ დოკუმენტს დაამტკიცებს, შეიქმნება მონიტორინგის კომისია, რომელიც საარჩევნო სიებს გააკონტროლებს. "ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ. იმედი მაქვს, დღეს თუ არა ხვალ, გვექნება ისეთი საარჩევნო გარემო, სადაც არჩევნების გაყალბება შუძლებელი იქნება", - აღნიშნა მან.
დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს "ნაციონალური მოძრაობამ", "ახალმა მემარჯვენეებმა", "ქრისტიან-დემორატებმა", "ჩვენ თვითონ"-მა და ედპ-მ. ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/173014-goga-gogniashvili-saarchevno-garemos-gaumjobesebis-miznith-mightseul-shethankhmebas-urthierthkompromisis-shedegad-miichnevs.html 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.