”ინტერპრესნიუსი”
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტზე ამ დროისთვის ხელი ხუთმა პარტიამ მოაწერა: "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ახალმა მემარჯვენეებმა", "ქრისტიან-დემოკრატებმა", "ეროვნულ-დემოკრატიულმა" პარტიამ და პარტიამ "ჩვენ თვითონ".
"მემარჯვენეების" სახელით ხელმოწერა მამუკა კაციტაძემ, "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით ნიკა ლალიაშვილმა, "ჩვენ თვითონ"-ის სახელით ლევან გაბრიჩიძემ, ედპ-დან გოგა გოგნიაშვილმა და "ნაციონალებიდან" პავლე კუბლაშვილმა გააკეთეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა კაციტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელისუფლების შეთავაზებებში იყო ერთი დისკრიმინაციული და მძიმე მუხლი, რომელიც უკავშირდებოდა დაფინანსებას მხოლოდ იმ პოლიტიკური სუბიექტებისა, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობას მიიღებდნენ. მისი თქმით, მან მიმართა ხელისუფლებას, რომ ამოღებულიყო ეს მუხლი და ყველას მისცემოდა თანაბარი დაფინანსების საშუალება, რაც ხელისუფლებამ გაითვალისწინა და ამ დროისთვის ეს მუხლი შეთანხმებაში უკვე აღარ დევს.
კაციტაძემ ასევე ისაუბრა "ოპოზიციურ რვიანში" დარჩენილ 6 პოლიტიკურ პარტიაზე და მათ უსურვა წარმატებები იმ ბრძოლაში, რაც კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. "ჩვენი პოზიცია პრაგმატულია, რომელიც მიღებული იქნა შედეგების შეფასებისა და დაფასების შემდეგ. ვისაც ბრძოლის უნარის მეტი ძალა აქვს, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს ამ რთულ გზაზე", - აღნიშნა კაციტაძემ.
ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, ეს დოკუმენტი არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. მისი მტკიცებით, ამ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ორი გზა რჩებოდა - ერთი იყო რადიკალიზმი და ქუჩაში გასვლა, ხოლო მეორე - უნაყოფო წყლის ნაყვა.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და საშუალებას მისცემს პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი შედეგები უკვე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე აჩვენონ.
დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას ასახავს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უმრავლესობის წევრმა პავლე კუვლბაშვილმა მიიტანა და მას პირველმა სწორედ მან მოაწერა ხელი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/173012-saarchevno-garemos-gaumjobesebis-miznith-mightseuli-shethankhmebis-dokumentze-am-droisthvis-kheli-khuthma-partiam-moatsera.html