”ინტერპრესნიუსი”
"ოპოზიციურ "რვიანში" ხელისუფლების წინადადებების განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფში, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, "რვიანის" საერთო პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ჩიქოვანი კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.
"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლის, მამუკა კაციტაძის ცნობით კი, ხელისუფლების შეთავაზებებზე ჩამოყალიბებას "რვიანი" ორ დღეში დაასრულებს. მისივე თქმით, ხელისუფლების წინადადებებზე გარკვეული მიდგომები უკვე არსებობს.
საპარლამენტო უმრავლესობამ "ოპოზიციურ რვიანს" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებისა და ღონისძიებების შესახებ საკუთარი წინადადებები 24 ივნისს წარუდგინა. ამ შეთავაზებაში საუბარი არ არის ბიომეტრიულ მონაცემებზე, რომელიც "რვიანის" ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
ხელისუფლების შეთავაზებების ჩამონათვალი ასეთია: 1. საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არის 190, აქედან 83 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 პროპორციული სისტემის საფუძველზე აირჩევა.
2. ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაც დაკომპლექტდება ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან პარიტეტულ საწყისებზე. კომისიამ 2011 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2012 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული წინადადების საფუძველზე ცესკომ უნდა უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა ამომრჩეველთა სიებში. კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს აპარატი. კომისიის წევრებისა და აპარატის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება.
3. საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები:
3.1. საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისათვის და 200 ათასი ლარის ოდენობით იურიდიული პირებისათვის.
3.2. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს, მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 ათას ლარს მიზნორივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა ცესკოს წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს.
3.3. კანონის საფუძველზე შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე.
3.4. კანონის საფუძველზე განხორციელდება მედიამონიტორინგი, რომლის მიზანიც იქნება საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება. მედიამონიტორინგის განხორციელების მიზნით ცესკო უზრუნველყოფს კომპეტენტური, უცხოური ან საერთაშორისო კომპანიის შერჩევას.
3.5. არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, თითო წარმომადგენელზე 50 ლარის ოდენობით.
3.6. დადგინდება ზედა ზღვარი გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე.
3.7. გადაიხედება დავების განხილვის დადგენილი ვადები, მაქსიმალურად გაიზრდება საარჩევნო სუბიექტებისათვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ამ შეთანხმების 2, 3.2. და 3.5 პუნქტების პირობები ვრცელდება მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე. აღნიშნული შეთანხმებებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2011 წლის ოქტომბრისა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/172881-qrvianshiq-khelisuflebis-tsinadadebebis-gankhilva-jer-ar-dasrulebula.html