საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციურ "რვიანისათვის" შეთავაზებულ წინადადებებზე "ინტერპრესნიუსი" ცესკო-ს ყოფილ ხელმძღვანელს, გეოპოლიტიკურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის მრჩეველს, ნანა დევდარიანს ესაუბრა.
_ ქალბატონო ნანა, როგორ შეაფასებდით იმ წინადადებებს, რომელიც ხელისუფლებამ "რვიანს" საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის წარუდგინა?
- საარჩევნო თემაზე ხელისუფლებას სათავისოდ კარგად და სერიოზულად უმუშავია. წინადადებების ყველა მუხლი ხელისუფლების პოზიციების განმტკიცებაზე მუშაობს. ხელისუფლება ყველას აჩვენებს, რომ მათ შეიმუშავეს წინადადებები, დიალოგში არიან ოპოზიციასთან და ისე არ არის საქმე, თითქოს ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც თავად სურს. თუ შემოთავაზებულ წინადადებას "რვიანი" დათანხმდა, გამოვა, თითქოს პარლამენტის ნაცვლად პოლიტიკური სექტა ყალიბდება, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთისთვის წყვეტენ გარკვეულ საკითხებს. თუ ვინმე გამოეთიშება, ამ შეთანხმების მიღმა დარჩება და ხეირს აღარ უნდა ელოდოს.
_ ხელისუფლების წინადადებებით, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 40 დეპუტატით იზრდება. თქვენი აზრით, რას გულისხმობს ეს ინიციატივა?
_ 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა მისცა ხმა იმას, რომ დეპუტატთა რაოდენობა 235-დან 150-მდე შემცირებულიყო. თუ ხელისუფლებასა და "რვიანს" შორის ამ საკითხზე კულუარული შეთანხმება შედგა, მოსახლეობის 90%-ის ნების საწინააღმდეგოდ დეპუტატთა რაოდენობა 190-მდე გაიზრდება. 2003 წელს დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანად ჩათვალა მაჟორიტარული არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგები და მხოლოდ პროპორციული არჩევნების აღიარებაზე თქვა უარი. რა უფლება აქვთ მათ მთელ მოსახლეობაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები შეცვალონ? დეპუტატთა რაოდენობის 190 გაზრდისათვის ხომ რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.
როცა დეპუტატთა რაოდენობა 150-ია, მანიპულირება ძალიან ძნელია. ძნელია ხელისუფლებას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ოპოზიციის ამბიციებიც დაკმაყოფილებული იყოს. რაც უფრო მეტია მანდატების რაოდენობა, მით მეტია შესაძლებლობა, დეპუტატთა ადგილების მათი სურვილის მიხედვით გადანაწილებისა, იმის განსაზღვრა, თუ ვინ შეუშვან პარლამენტში და ვინ არა. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ხელისუფლების წინადადებებს მხარს "ქრისტიან-დემოკრატები" და "ეროვნულ-დემოკრატები" დაუჭერენ, შემდეგ არჩევნებზე პარლამენტში სამი პარტია იქნება წარმოდგენილი – "ნაცმოძრაობა", ქდმ და ედპ. 190 მანდატი იმისთვისაა საჭირო, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას რაღაც მისცეს და თავადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს.
- სიებთან დაკავშირებით ხელისუფლების წინადადებებში საუბარია პარიტეტულ საწყისებზე სპეციალური კომისიის შექმნაზე. საუბარი საერთოდ აღარაა ბიომეტრიულ პასპორტებზე. თქვენი აზრით, შეძლებს კი სპეციალური კომისია სიების მეტნაკლებად წესრიგში მოყვანას?
_ ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისთვის ბიომეტრიული პასპორტების შემოღება ძალიან კარგია, მაგრამ მათი არჩევნების დღეს გამოყენება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. საარჩევნო უბანზე ისეთი სიმძლავრის სერვერის ქონა წარმოუდგენელია, რომელიც ერთდროულად დიდი რაოდენობის მოქალაქეთა ბიომეტრიული პასპორტებით იდენტიფიკაციას და არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს გახდიდა. 3000 უბანზე მოქალაქეთა იდენტიფიკაციას ძალიან მძლავრი სერვერი სჭირდება. უნდა ითქვას ისიც, რომ ბიომეტრიული პასპორტების შემოღების შემთხვევაშიც, მანიპულირებისაგან თავის დაცვა სრულად შესაძლებელი მაინც არაა.
_ არჩევნებისთვის შემოწირულობების დაწესებულ ზღვართან დაკავშირებით რა შენიშვნა გექნებოდათ?
_ თუ ვინმე მანახებს კერძო პირს, რომელიც ოპოზიციურ პარტიას 60 ათას ლარს, ანაც იურიდიულ პირს, რომელიც ოპოზიციურ პარტიას 200 ათას ლარს გადაურიცხავს, გაოცებული დავრჩები. ამ წინადადებით ხელისუფლებამ თავისთვის გაზარდა ზღვარი. ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ სულ თანხების წარმომავლობის ლეგალიზაციის პრობლემა აქვს. ასე რომ, ამასაც სათავისოდ გამოიყენებენ.
_ არჩევნების ხარჯების დასაფარად ბარიერგადალახული პარტიებისათვის 1 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ სახელისუფლებო შეთავაზებას როგორ შეფასებდით?
_ ჩემი აზრით, ამ წინადადებაში საინტერესო ისაა, რომ ამ ერთი მილიონიდან 300 ათასი ლარი სატელევიზიო რეკლამაში უნდა იყოს გადახდილი. ეს პირდაპირ ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი ნაციონალური არხების დაფინანსებას ნიშნავს. ამ წინადადებით ხელისუფლებამ თავისივე ტელევიზიებს ირიბად დაფინანსების წყარო მოუძებნა. საინტერესოა ისიც, რომ ხელისუფლების წინადადებაში პირდაპირ წერია სატელევიზიო რეკლამა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების შეთავაზება თანხების სხვა მედიასაშუალებებისათვის მიცემას არ ითვალისწინებს.
_ რა აზრისა ხართ იმ წინადადებაზე, რომელიც კანონის საფუძველზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე რეაგირება?
_ ხელისუფლებას მართლა რომ ჰქონოდა სურვილი არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მონიტორინგი ეწარმოებინა, მაშინ უწყებათაშორისი საბჭოს შექმანზე არ ისაუბრებდნენ, რომელშიც ვთქვათ, ათი სამინიტროდან და სხვადასხვა დეპარატამენტებიდან თითო-თითო წარმომადგენელი იქნება. ასეთ შემთხვევაში გამოდის _ ვისი რესურსის გამოყენებაც ხდება, იმ უწყების წარმომადგენლები განახორციელებენ მონიტორინგს. დავიჯეროთ, ხელისუფლება თავის თავზე დაკვირვებისათვის ქმნის ამ საბჭოს? თუ ხელისუფლებას ამგვარი საბჭოს მართლა შექმნა სურდა, ისინი დასვამდნენ საკითხს საკოორდინაციო საბჭოში პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეყვანის შესახებ. მაგრამ ასეთი რამ ხელისუფლების შეთავაზებაში არ არის აღნიშნული.
_ მედიამონიტორინგის შესახებ წინადადება თქვენთვის რამდენად მისაღებია?
_ ამ წინადადების მიხედვით, მედიამონიტორინგის წარმოებისთვის ხელისუფლებამ უნდა შეარჩიოს საერთაშორისო ორგანიზაცია. სრულიად გასაგებია, რომ ვისაც გადაუხდიან და როგორც შეუთანხმდებიან, ზუსტად ისეთივე მონიტორინგი განხორციელდება. ამ პუნქტშიც მხოლოდ ხელისუფლებაა წარმოდგენილი. ამ პროცესშიც პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა არც განიხილება. ცსკ-ო გამოაცხადებს ტენდერს მედიამონიტორინგზე და ხელისუფლება აირჩევს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შემდგომ საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს განახორციელებს. სხვათა შორის, 2003 წელს ამომრჩეველთა სიები სწორედ მოწვეულმა საერთაშორისო ორგანზიაციამ გააყალბა ეროსი კიწმარიშვილის "ჯორჯია ონლაინის" დახმარებით. ასევე, 2003 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა სიები ახლანდელ შეთანხმებებში ჩართულმა `აი-ფი-ესმა~-ც გააყალბა. მათ სიებში აღმოჩნდა 1800 წლებში დაბადებული მოქალაქე.
_ რას იტყვით შეთავაზების იმ პუნქტზე, რომლითაც საარჩევნო კომისიებში მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსებაზეა საუბარი?
_ ესეც არის დარეგულირება იმისა, რასაც კომისიებში მომუშავე ხალხს უხდიან. სხვათა შორის, კომისიების წევრებს მეტსაც უხდიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენლების დაფინანსება ოპოზიციას სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარება.
- რა აზრის ხართ წინადადებაზე, რომელიც გადასატან ყუთთან დაკავშირებით ზედა ზღვრის დადგენას გულისხმობს?
_ როგორც წესი, გადასატან ყუთთან დაკავშირებით ჩასატარებელ პროცედურებში ყველა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლი მონაწილეობას არ იღებს. გადასატან ყუთებში ჩასაგდებ ხმებს იმ ორი პარტიის წარმომადგენელი მიიღებს, რომლებსაც ამ პროცედურის ჩატარება დაევალებათ. ზედა ზღვარს რომ დაადგენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს მესამე და მეოთხე წარმომადგენელად ამა თუ იმ პარტიიდან ვერ გაჰყვება. გასაკვირია ისიც, რომ არაფერი არ არის ნათქვამი ცსკო-ში და ადგილებზე, კომისიებში პარტიათა წარმომადგენლების მონაწილეობა-არმონაწილეობაზე და იმაზე, რომ არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს. გამოდის, რომ ყველა დონის კომისიები ხელისუფლების იქნება.
_ რას შეიძლება ნიშნავდეს დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პირველი სასამართლოს ინსტანციაში სარჩელის შეტანის ვადები მხოლოდ შეთანხმების სუბიექტებისათვის გაიზრდება?
_ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ "რვიანისთვის" წარდგენილი წინადადებები ანტიკონსტიტუციურია. წარმოუდგენელია არჩევნებში მონაწილე სუბიექტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. სჯობდა, პირდაპირ დაეწერათ _ ვინც ჩვენთან შეთანხმებაში არ შემოვა, არჩევნებში მონაწილეობას არ მივაღებინებთ. ამ ჩანაწერით, ხელისუფლების წინადადებები მთლიანად ანტიკონსტიტუციურია. თუ "რვიანი" ხელისუფლების წინადადებებს მიიღებს, იგი კონსტიტუციის ისეთივე დამღვევი იქნება, როგორიც ხელისუფლებაა.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/172833-khelisuflebis-mier-qrvianisathvisq-tsardgenili-tsinadadebebi-antikonstituciuria.html